თიანეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის. მის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს დაბა თიანეთი . მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, თიანეთის ქვაბულში მდებარეობს დაბა, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით. თუ კი გავითვალისწინებთ ისტორიას, ნათლად დავინახავთ თიანეთის მრავალმხრივ დანიშნულებას. ზემოთ ხსენებული დაბა წარმოადგენდა კახეთ-კუხეთ-გარდაბნის გაერთიანებული საქორეპისკოპოსოს ცენტრს, რაზეც მიგვანიშნებს მისი ღირსშესანიშნაობები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კლიმატი შედარებით რბილი და მშრალია. მუნიციპალიტეტში მდინარეთა ქსელს წარმოადგენს მდინარე იორი და მისი შენაკადები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა და ისტორიული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში გვხვდება სოფელ ნადოკრასთან, არჩილ მეფის მიერ აგებული მონასტერი, რომელსაც ჩვენ " არჩილის მონასტრის " სახელით ვიცნობთ. ზემოთ ხსენებული ხუროთმოძღვრების ნიმუში VIII საუკუნითაა დათარიღებული. მო...