მცხეთის მუნიციპალიტეტი ისტორიული და კულტურული დანიშნულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღსანიშნავი ადმინისტრაციული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს მცხეთა . მცხეთის მუნიციპალიტეტში, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მცირე მიწიანობის მიუხედავად, ბუნებრივი პირობების მიხედვით, იგი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე მტკვარი . აქვეა წოდორეთისა და მუხათგვერდის ტბები , მოიპოვება არტეზიული წყლებიც. მცხეთის მუნიციპალიტეტში გვხვდება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მსგავსი ისტორიული წარსულის მქონე მუნიციპალიტეტი საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რა გასაკვირია, რომ მათ შორის უმრავლესობა ინტერესდება, პირველ რიგში...