ახალგორის მუნიციპალიტეტი


ახალგორის მუნიციპალიტეტი მორიგი ადმინისტრაციული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც არის ახალგორი.



ამ მხარეში გვხვდება ზომიერად ნოტიო ჰავა. ახასიათებს ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. მისი რელიეფი ძირითადად მაღალმთიანია, ფართოდაა გავრცელებული ვულკანური და მყინვარული ფორმები. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ახალგორის მუნიციპალიტეტიც საკმაოდ მდიდარია შიგა წყლებით. მთავარი მდინარეა ქსანი.


ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. მუზეუმი განთავსებულია ქსნის ერისთავთა სასახლეში (XVII ს). ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუზეუმს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა დეფაქტო ხელისუფლება თანხების მოძიებას ვერ ახერხებს.


ახალგორის რაიონში სოფ. ყანჩაეთის მახლობლად IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კაბენის მონასტერი მდებარეობს. მონასტერი XIII საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. გუმბათზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც სწორედ IX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.



მდინარე ქსნის ხეობაში მდებარეობს წირქოლის ციხე (IX ს).


შემოგთავაზებთ ნაკლებად ცნობილ ფოტოებს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან.








  


ბოლოს ნანახია 31.05.2019:

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98

https://heritagesites.ge/ka/service/23

Comments

Popular posts from this blog

თიანეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტი