დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც არის დუშეთი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არის საშუალო და მაღალმთიანი. აქ მრავლად გვხვდება მდინარეები, ტბები, მყინვარები და მიწისქვეშა წყლები. ტბებიდან აღსანიშნავია ბაზალეთისა და აბუდელაურის ტბები. მდინარეებიდან არაგვზე აგებულია ჟინვალის წყალსაცავი. მინერალური წყაროებიდან გამოარჩევენ "ვაჟას წყაროსა" და "ფასანაურს".
ამ მხარეში მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი. ხევსურეთის არაგვთან შეერთების ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა მას ორწყალს უწოდებს. არაჩვეულებრივი სანახაობის გამო, მნახველთა შორის იგი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია ჩარგალი, რომელიც მდინარე ჩარგლულის ხეობაში მდებარეობს. აქ დღემდე შემორჩენილია სახლი, რომელშიც დაიბადა და ცხოვრობდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი - ვაჟა-ფშაველა. ზაფხულობით სოფელში პოეზიის ტრადიციული დღესასწაული "ვაჟაობა" იმართება.
"მე ვნახე შენი ლამაზი
ფშავი - ბუმბერაზ მთებითა...
ფშავი - ბუმბერაზ მთებითა...
მე ვნახე შენი ფშაველი
კაფიობს ტკბილი ენითა...
მოშხუის ფშავის არაგვი
არ დაიღლება დენითა..."
მოცემულია ფრაგმენტი ანა კალანდაძის ლექსიდან "ვაჟას".
კაფიობს ტკბილი ენითა...
მოშხუის ფშავის არაგვი
არ დაიღლება დენითა..."
მოცემულია ფრაგმენტი ანა კალანდაძის ლექსიდან "ვაჟას".
ანანურის ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე (XVI-XVIII საუკუნეები) მდებარეობს სოფელ ანანურთან. მისი ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ციხესიმაგრეში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. გარდა ამისა, ანანურიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ჟინვალის წყალსაცავზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია, მდ. ბოდავისხევის თავზე, თიანეთისაკენ მიმავალი გზის პირას. იგი თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. ეკლესიასთან ერთად დამსვენებლის ყურადღებას იპყრობს განსაკუთრებული ბუნების ხედები.
ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ბოდორნისა და მჭადიჯვრის ეკლესიები.
უკეთესი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ფოტოსურათებს/ტურისტების თვალით დანახულ დუშეთის მუნიციპალიტეტს.
ბოლოს ნანახია 31.05.2019:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98
Comments
Post a Comment