Posts

Showing posts from May, 2019

ახალგორის მუნიციპალიტეტი

Image
ახალგორის მუნიციპალიტეტი მორიგი ადმინისტრაციული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც არის ახალგორი . ამ მხარეში გვხვდება ზომიერად ნოტიო ჰავა. ახასიათებს ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. მისი რელიეფი ძირითადად მაღალმთიანია, ფართოდაა გავრცელებული ვულკანური და მყინვარული ფორმები. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ახალგორის მუნიციპალიტეტიც საკმაოდ მდიდარია შიგა წყლებით. მთავარი მდინარეა ქსანი . ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. მუზეუმი განთავსებულია ქსნის ერისთავთა სასახლეში (XVII ს). ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუზეუმს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა დეფაქტო ხელისუფლება თანხების მოძიებას ვერ ახერხებს. ახალგორის რაიონში სოფ. ყანჩაეთის მახლობლად IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კაბენის მონასტერი მდებარეობს. მონასტერი XIII საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. გუმბათზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც სწ...

მცხეთის მუნიციპალიტეტი

Image
მცხეთის მუნიციპალიტეტი ისტორიული და კულტურული დანიშნულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღსანიშნავი ადმინისტრაციული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს მცხეთა . მცხეთის მუნიციპალიტეტში, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მცირე მიწიანობის მიუხედავად, ბუნებრივი პირობების მიხედვით, იგი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე მტკვარი . აქვეა წოდორეთისა და მუხათგვერდის ტბები , მოიპოვება არტეზიული წყლებიც.  მცხეთის მუნიციპალიტეტში გვხვდება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მსგავსი ისტორიული წარსულის მქონე მუნიციპალიტეტი საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რა გასაკვირია, რომ მათ შორის უმრავლესობა ინტერესდება, პირველ რიგში...

დუშეთის მუნიციპალიტეტი

Image
დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც არის დუშეთი . მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არის საშუალო და მაღალმთიანი. აქ მრავლად გვხვდება მდინარეები, ტბები, მყინვარები და მიწისქვეშა წყლები. ტბებიდან აღსანიშნავია ბაზალეთისა და აბუდელაურის ტბები . მდინარეებიდან არაგვზე აგებულია ჟინვალის წყალსაცავი . მინერალური წყაროებიდან გამოარჩევენ "ვაჟას წყაროსა" და "ფასანაურს" . ამ მხარეში მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი . ხევსურეთის არაგვთან შეერთების ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა მას ორწყალს უწოდებს. არაჩვეულებრივი სანახაობის გამო, მნახველთა შორის იგი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია ჩარგალი , რომელიც მდინარე ჩარგლულის ხეობაში მდებარეობს. აქ დღემდე შემორჩენილია სახლი, რომელშიც დაიბადა და ცხოვრობდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი - ვაჟა-ფშაველა. ზაფხულობით სოფელში პოეზიის ტ...

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

Image
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში და იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ხევის ტერიტორიას. ადმინისტრაციული ცენტრი არის სტეფანწმინდა . ხევი საქართველოს მაღალმთიანი მხარეა, შესაბამისად, აქაურობას ხანგრძლივი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული ახასიათებს. მწვერვალებზე მუდმივი თოვლი და მყინვარებია, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისედაც მრავალმხრივ გამორჩეულ ტერიტორიას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებითა და მინერალური წყაროებით. მისი მთავარი მდინარეა თერგი , რომელიც თრუსოსა და დარიალის ხეობებში მიედინება. რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მყინვარწვერს , იგი საქართველოს ბუნების მშვენება და მთამსვლელებისთვის მეტად მიმზიდველი მწვერვალია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს პატარა და მეტად ლამაზი სოფელი ჯუთა , რომელიც მდინარე სნოსწყლის კალთაზეა გაშენებული. მცირე ფართობის მიუხედავად, მოცემული ადგილი მაინც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩ...