მოკლე ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის შესახებ
მოგეხსენებათ, მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული მხარეა. იგი მოიცავს ყაზბეგის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთისა და მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია მცხეთა.
ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით რეგიონი მოიცავს შემდეგ პროვინციებს: ხევი, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და, ნაწილობრივ, ქსნისხევი.
მცხეთა-მთიანეთის მხარე ტურისტებისათვის ძალიან საინტერესოა თავისი ისტორიით, კულტურით, სხვადასხვა სახის ღირსშესანიშნაობებით, რაც დიდ პოტენციალს ქმნის აქ კულტურული და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებისათვის.

Comments
Post a Comment